21 დეკემბერი 2024,   15:57
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო, სადაც მან სამანევრო დახელოვნების ცენტრი დაათვალიერა.

მინისტრმა ერაყის საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული ქართველი და ამერიკელი მშვიდობისმყოფელების ხსოვნას პატივი მიაგო.

ქართველი მშვიდობისმყოფელები - გიორგი მარგიევი და ზურაბ გვენეტაძე 2008წელს, ერაყში სამხედრო ავტომობილის ნაღმზე აფეთქებისას დაიღუპნენ.

"ორი ქართველი მშვიდობისმყოფელის - კაპრალ ზურაბ გვენეტაძისა და ლეიტენანტ გიორგი მარგიევის სახელები ამერიკელი თანამებრძოლების გვერდით იმ მემორიალზეა ამოტვიფრული, რომელიც საქართველოდან ათასობით მილის დაშორებით აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მდებარეობს და მათ მამაცობასა და თავგანწირვას ასახავს.

ჩვენ ვაღიარებთ მათ მამაც საქციელს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, რადგან სიცოცხლე თავისუფლებისთვის ბრძოლას, საერთო ღირებულებების დაცვას, მსოფლიოში დემოკრატიული ფასეულობების დაცვასა და უზრუნველყოფას შესწირეს,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

დღის ამბები