21 დეკემბერი 2024,   16:06
ვრცლად
"სირცხვილია" 25 ნოემბრისთვის მასშტაბურ აქციასა და პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია განახლდა.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენლები 25 ნოემბრისთვის მასშტაბურ აქციასა და პარლამენტის პიკეტირებას აანონსებენ.

აღნიშნულის შესახებ განცხადება აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა გააკეთა.

" შევიკრიბეთ, ვისაუბრეთ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი გეგმა და იქნა გაზიარებული. ჩვენ შეიძლება გუშინ არ დაგვიმარცხებიხარ ბიძინა ივანიშვილო, მაგრამ გუშინ შენ თვითონ დამარცხდი და იმასაც მივაღწევთ, რომ სხვა ყველაფერთან ერთად გუშინდელი დღე არ გაპატიოთ შენ. პირადად ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ დაგამარცხოთ და მასთან ერთად გაერთიანებულმა ოპოზიციამ.

ამის მისაღწევად ჩვენ გვაქვს გეგმა, პირველ რიგში, ჩვენ ვდგავართ იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები არის გარდაუვალი აუცილებლობა ამ ქვეყნისთვის და არ დავთმობთ. ჩვენ შემოგთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც აბსოლუტურად ზის კონსტიუციაში და ამას აუცილებლად ვუზურუნველყოფთ. ორშაბათს იქნება აქ ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევთ დაგვშალოთ. ყოველ კვირას აქ იქნება პიკეტი, სამშაბათს სესია არ შედგება," - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

დღის ამბები