21 დეკემბერი 2024,   16:04
ვრცლად
ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების ახალი ინიციატივა თუ პოლიტიკურად მართული სცენარი - ხუნდაძემ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ ე.წ. ამბოხებული დეპუტატები საარჩევნო სისტემის რადიკალურ ცვლილებაზე ალაპარაკდნენ.

დეპუტატების ეს ნაწილი 2020 წლისთვის სრულად მაჟორიტარულ არჩევნებზე გადასვლას ითხოვს.

მათი ახალი ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გაახმოვანა. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ახალი ინიციატივის ავტორები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს უახლოეს პერიოდში დააინიცირებენ.

ე.წ. ხუნდაძის ინიციატივა მმართველ გუნდში დაიწუნეს.

ხუნდაძის შეთავაზება უმრავლესობაში ცხარე დისკუსიის მიზეზი, რომ გახდება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დაანონსა. მამუკა მდინარაძე თანაგუნდელის წინადადებას არასწორ ინიციატივას უწოდებს და მისი განხილვაც ზედმეტად მიაჩნია.

საპარლამენტო ოპოზიციისთვის ხუნდაძის შეთავაზება არასერიოზულია - მმართველი გუნდის ოპონენტები ისევ მართულ სცენარზე საუბრობენ და არც იმის სჯერათ, რომ ინიციატივა მაჟორიტარებს ეკუთვნით.

ე.წ. ხუნდაძის ინიციატივა არასერიოზულად აღიქვეს არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. პოლიტიკოსების ნაწილი ამ შეთავაზებამ ხუმრობის ხასიათზეც დააყენა. არასაპარლამენტო ოპოზიცია ახალი ინიციატივის ავტორებს არაადეკვატურობაში ადანაშაულებს.

საკუთარი გუნდის წევრების და ოპოზიციის კრიტიკის ფონზე, დიმიტრი ხუნდაძემ ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო. საკანონმდებლო წინადადების ინიცირებას 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. საკონსტიტუციო ცვლილებას კი 113 კანონმდებლის ხმა. 

დღის ამბები