ლიბანში დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის ბლოკირება მოახდინეს და ბარიკადები განათავსეს.
აქციის მონაწილეები დეპუტატებს შენობაში არ უშვებენ. მომიტინგეებმა ავტომობილებს, რომლებიც ბარიკადების გარღვევას ცდილობდნენ, ქვები ესროლეს.დეპუტატების დაცვამ საპასუხოდ ჰაერში ცეცხლი გახსნა.
ლიბანში პარლამენტმა მუშაობა განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა.დღეს პარლამენტს საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონი უნდა მიეღო, რის შედეგადაც შესაძლოა კორუმპირებული ჩინოვნიკების გათავისუფლება მომხდარიყო.
ლიბანში ანტისახელისუფლებო აქციები თვეზე მეტია მიმდინარეობს.