სიდნეი კვამლშია გახვეული.ავსტრალიაში მეხანძრეები ძლიერი ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მთავრობა სიდნეის მოსახლეობას გარეთ გასვლას არ ურჩევს. ქალაქში ჰაერი დაბინძურებულია. ქალაქის გარშემო 100-ზე მეტი ცეცხლის კერაა დაფიქსირებული.
ავსტრალიაში დაიწვა მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია, განადგურდა საცხოვრებელი სახლები. სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა ფლორას და ფაუნას.ადგილობრივები ცეცხლმოკიდებული ტყეებიდან კოალების გამოყვანას დამოუკიდებლად ცდილობენ.
ავსტრალიაში ხანძარი ოქტომბერში გაჩნდა. სტიქიამ უკვე 6 ადამიანი იმსხვერპლა.