ავსტრიის რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობისა და მეწყრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დაიხურა სკოლები. გზებზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. სტიქიისგან მიყენებული ზარალი 6 მილიონ ევროს აღემატება.
დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ზალცბურგიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
სტიქიის ზონაში მოსახლეობა ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.