21 დეკემბერი 2024,   16:24
ვრცლად
რომან კაკულია ადასტურებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურაც განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია ადასტურებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.

აღნიშნული ინფორმაცია კაკულიამ "რუსთავი 2"-ს დაუდასტურა.

როგორც კაკულიამ აღნიშნა, მასთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის პოსტზე სხვა კანდიდატურებიც განიხილებიან.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.

დღის ამბები