18 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ. ამის შესახებ ბრძანებულებას, პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ უფლებამოსილების შეწყვეტა მხოლოდ ტექნიკური საკითხია, რადგან უწყების მინისტრი 13 ნოემბერს შეიცვალა, რის შემდეგაც მის მოადგილეებს უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდათ. 

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს," – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა და 13 ნოემბრით თარიღდება. 

დღის ამბები