საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში დღეს სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მისაღებად კენჭისყრის ჩატარებას ითვალისწინებს. ცნობილია, რომ იუსტიციის სკოლაში სულ 20 ვაკანტური ადგილია.
გარდა ამისა, საბჭო, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებაც იმსჯელებს. სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე გამოცდის თარიღი განისაზღვრება.
საბჭოს წევრები სხდომაზე ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობაზეც იმსჯელებენ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.