09 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
კანადა ებოლას ვირუსის ექსპერიმენტულ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადასცემს

კანადა ებოლას ვირუსის ექსპერიმენტულ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადასცემს. ვაქცინის 800 ამპულა ჟენევაში გადასაგზავნად უკვე მზად არის. კანადელი მეცნიერები პრეპარატზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და 5 დღის წინ უკვე მისი ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს. ექსპერიმენტში 40 მოხალისე მონაწილეობს.

მეცნიერების განცხადებით, ექსპერიმენტული ვაქცია ებოლას ცოცხალ ვირუსს საერთოდ არ შეიცავს. მსოფლიო ჯადაცვის ორგანიზაცია ახალ პრეპარატს თავიდან გამოიკვლევს და შემდეგომ გადაწყვეტს რა გზით გამოიყენებს მას. ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საშიშმა ვირუსმა უკვე 4 ათას 500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 

დღის ამბები