დრეზდენში პოლიციამ საუკუნის ძარცვის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.
ეროვნულ მუზეუმში, სადაც ძვირფასეულობისა და სამკაულის ევროპაში ყველაზე დიდი საგანძური ინახებოდა, ქურდებმა შეაღწიეს. ორი მძარცველი ბნელ დარბაზში სანათით შევიდა, ერთ-ერთმა ვიტრინა ნაჯახით გატეხა და სამკაულები ამოიღო.
პოლიციის ცნობით, მძარცველებმა ბრილიანტებით მოჭედილი 3 ნაკრები წაიღეს, რომლებშიც 100-ზე მეტი ძვირფასი ქვაა.
ქურდობა დილით ადრე მოხდა. მძარცველები დაცვამ ვიდეოკამერებში შეამჩნია, თუმცა მათი დაკავება ვერ მოხერხდა.