15 ოქტომბერი 2024,   22:09
ვრცლად
სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ - თურქეთის ელჩი საქართველოს პატრიარქს

საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა სერენ იაზგანის თქმით,  საქართველოსა და თურქეთის სტაბილური ურთიერთობა და თანამშრომლობა ძალიან  აღიზიანებთ არაკეთილისმსურველებს და საქართველო-თურქეთის მეგობრობის წინააღმდეგ სერიოზული პროპაგანდა მუშაობს. ამის შესახებ თურქეთის ელჩმა ილია მეორესთან შეხვედრისას განაცხადა. 

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრისთვის, რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ მოვისმინო თქვენი სიბრძნე. როგორც  ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც სახმელეთო საზღვარი აქვს საქართველოსთან, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხაზგასმით აღვნიშნავ ასევე თქვენს პირად უზარმაზარ წვლილს თურქ და ქართველ ხალხს შორის დამყარებულ ურთიერთობებში. განსაკუთრებით მადლობელი ვარ, რომ ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებს იწვევდით და იწვევთ საქართველოში, რათა გაეცნონ კულტურულ მემკვიდრეობას, ეს ძალიან დიდი კავშირია ჩვენს ქვეყნებს შორის. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენ შორის გაჩენილი ასეთი სტაბილური ურთიერთობა და თანამშრომლობა ძალიან აღიზიანებთ ჩვენს არაკეთილისმსურველებს. სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ.

თქვენო უწმინდესობავ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობა და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წინ აღვუდგეთ ამ პროპაგანდას. ეს პროპაგანდა ცდილობს შუღლი გააღვივოს მრავალეროვან და მულტირელიგიურ საქართველოში. ჩემს კოლეგებს მინდა შევუერთდე სურვილებში და გისურვოთ ჯანმრთელობა," – აღნიშნა ფატმა სერენ იაზგანმა.

დღის ამბები