09 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
"უკრაინის კრიზისის მოგვარების გზა მინსკში მიღწეული შეთანხმებაა" - პოროშენკო

უკრაინის კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა მინსკში მიღწეული შეთანხმებაა– ეს განცხადება პეტრო პოროშენკომ გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტმა მილანში ევროპელ ლიდერების მონაწილეობით ვლადიმერ პუტინთან გამართული კონსულტაციების შედეგები კიევში ადგლობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში შეაჯამა.

პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ შეხვედრაში მონაწილე ყველა მხარემ აიღო თავის თავზე ვალდებულება სრულად შეასრულოს მინსკში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

მისივე თქმით, თუ 2 ნოემბერს დანიშნული არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის და ცეცხლის შეწყევტის შეთანხმების დაცვით არ ჩატარდება და მას საერთაშორისო დამკვირვებლები არ დაესწრებიან, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს კონსულტაციებში მონაწილე არცერთი მხარე.

შეხვედრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა კი უკრაინის გაზით მომარაგება იყო. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი დაეთანხმა ევროკავშირისა და მის მიერ შეთავაზებულ ტარიფს, რომელიც 385 დოლარის ექვივალენტური იქნება. სამმხრივი კონსულტაციები ამ თემაზე ბრიუსელში 21 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები