21 იანვარი 2025,   18:08
ვრცლად
გიორგი გახარია ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის მშენებლობის დასრულების ცერემონიას დაესწრო
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის მშენებლობის დასრულების ცერემონიას დაესწრო.

      პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას.

      ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობას თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

      ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მილსადენი წლიურად 16 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა - 2023 წლისთვის 23 მილიარდი კუბური მეტრით, ხოლო 2026 წლამდე - 31 მილიარდი კუბური მეტრით.

      დღის ამბები