საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, ტანაპის პროექტის მშენებლობის დასრულების ცერემონიას დაესწრო. პროექტი მიზანია ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარ-უნარიანობის გაზრდა.
"ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის უსაფრთხოება. ყველა ამ მიმართულებას TANAP-ის პროექტი პასუხობს და ამიტომ, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს მეგობრებთან ერთად დღევანდელი ღონისძიების ჩატარება, როდესაც TANAP-ის პროექტი უკვე ევროპის საზღვრებზე მივიდა და აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა, რა თქმა უნდა, საქართველოს გავლით და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია იძენს როგორც პოლიტიკურ, უსაფრთხოების განზომილებას, ასევე, ეკონომიკურ განზომილებასაც," - განაცხადა გიორგი გახარიამ.