28 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
"გერმანული მოდელის" ოდირში გადაგზავნამდე ის პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს - ომბუდსმენი

ოპოზიციის მიერ შემუშავებული ე.წ. "გერმანული მოდელი", ოდირში რეკომენდაციისთვის გაგზავნამდე პარლამენტში ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდეს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.  

ლომჯარია ადასტურებს, რომ ამ პროცედურის გავლის შემდეგ კანონპროექტს ოდირში გადაგზავნის.

"ისინი ინფორმირებულები არიან, რომ სახალხო დამცველი აპირებს აღნიშნული კანონპროექტის გაგზავნას, თუმცა მას გარკვეული პროცედურული წინაპირობები აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში, მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე. ამის შემდეგ სახალხო დამცველი მიმართავს ოდირს მოსაზრების წარმოსადგენად იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდება და დარეგისტრირდება პარლამენტში,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელის ომბუდსმენის საშუალებით ეუთო/ოდირში გაგზავნას გეგმავს

ამავე თემაზე
დღის ამბები