მანდატურები ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დარბაზის დატოვებას აიძულებენ.
ინციდენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ანრი ოხანაშვილის დაპირისპირებას მოჰყვა, რის შემდეგაც სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამან ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. საკითხს გაუგებრობად აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეც.
"ჟურალისტებზე ძალადობა არ შეიძლება, ამიტომ ვცდილობდით მე და ჩემი მოადგილე რატი იონათამიშვილი, რომ შემოგვეყვანა ჟურნალისტები, დაგვეცვა აი ამ გაუგებრობისგან. ყველანაირ ზომას მივიღებთ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს,"- განაცხადა სოფიო კილაძემ.
საბოლოოდ, ჟურნალისტებმა სხდომაზე დარჩენა მაინც შეძლეს.