09 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
სანქციების მთავარი მიზანი რუსეთის გადაკეთებაა, - სერგეი ლავროვი

დასავლეთის სანქციების მთავარი მიზანია არა უკრაინის კრიზისის მოგვარება, არამედ რუსეთის გადაკეთება, - ეს განცხადება სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია ენ ტე ვე-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

რუსეთის მთავარი დიპლომატის თქმით, დასავლელი პარტნიორების განცხადებებიდან მკაფიოდ ჩანს რეალური მიზანი - "მათ სურთ რუსეთი გაადაკეთონ, საკვანძო და პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებში ჩვენი პოზიცია შეცვალონ და გვაიძულონ დასავლეთის პოზიცია დავიკავოთ," - აცხადებს სერგეი ლავროვი და აღნიშნავს, რომ მოსკოვი დასავლეთის კარნახს უპირობოდ არ დაემორჩილება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლელი პოლიტიკოსები რუსეთში რეჟიმის შეცვლაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, თუმცა ევროპაში არიან მარგინალები, რომლებიც მსგავს ფრაზებსაც არ ერიდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები