18 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
მდუმარე აქცია თელავში - "უნდა წავიდეს მოძალადე მთავრობა, ამ ცხოვრების დედაც"

თელავის კრიმინალური პოლიციის სამმართველოსთან სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები მდუმარე აქციას მართავენ.

20-მდე ახალგაზრდა წარწერებით, - "სისტემა კლავს" "ამ ცხოვრების დედაც" აქციის სახით მომხდართან დაკავშირებით ერთ საათიან პროტესტს გამოხატავს.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნინო გოგოლაშვილის განცხადებით, ისინი მოითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას ვინ 15 წლის მოზარდი თვითმკვლელობამდე მიყვანა.

"ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს. სამოქალაქო მოძრაობა გმობს ძალადობას, ჩვენ ვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას ვინც უფლებამოსილებას აჭარბებს და ბოროტად იყენებს. ეს ბოლო ტრაგიკული შემთხვევა არის მაგალითი, რომ შესაცვლელია სისტემა. უნდა წავიდეს მოძალადე მთავრობა, ამ ცხოვრების დედაც," - განაცხადა ნინო გოგოლაშვილმა.

დღის ამბები