03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
მარჯანიშვილის დასის პირველი სპექტაკლი ღია ცის ქვეშ

პირველად საქართველოში მარჯანიშვილის თეატრმა სპექტაკლი ღია ცის ქვეშ ითამაშა. კახეთში, "შატო მერეს" ეზოში დასმა შექსპირის პიესის "როგორც გენებოთ" ლევან წულაძისეული ვარიანტი წარმოადგინა.

”როგორც გენებოთ”ჯერ კიდევ ორი წლის წინ ღია სივრცეში სათამაშოდ დაიდგა. ლონდონში, გლობუსის თეატრში მიღწეული წარმატების შემდეგ, მარჯანიშვილის დასს ყველაზე უფრო უცნაური პიესის თამაში ღია სცენაზე ნაკლებად უწევს. საქართველოში კი ეს ფაქტი ერთგვარი ესქპერიმენტია.

თელავის შემდეგ სპექტაკლს მარჯანიშვილის თეატრის დასი უკვე თელ-ავივში წარადგენს.

დღის ამბები