19 სექტემბერი 2026,   23:27
ვრცლად
გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" მეტოქე 119:105 დაამარცხა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ინდიანამ. "პეისერსმა"  საკუთარ მოედანზე საკრამენტო "კინგსს"  უმასპინძლა და მეტოქე 119:105 დაამარცხა. 
ინდიანას შემადგენლობაში იყო გოგა ბითაძე, რომელმაც მოედანზე 6 წუთი დაჰყო, ამ დროის მანძილზე ქართველმა კალათბურთელმა 4 ქულა მოაგროვა და ორჯერ საკუთარ ფარზე მოხსნა ბურთი. ბითაძე ორჯერ დაჯარიმდა და ერთხელ ბურთი დაკარგა. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ტი ჯეი უორენი, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა შესძინა. მომდევნო შეხვედრას ინდიანა 23 დეკემბერს, სტუმრად კონფერენციის ლიდერთან, მილუოკისთან ჩაატარებს.

დღის ამბები