19 სექტემბერი 2026,   23:26
ვრცლად
ნეიმარის ფასმა მნიშვნელოვნად იკლო - ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი კილიან მბაპეა

"ტრანსფერმარკეტის" ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელი შემტევის ნეიმარის ფასმა მნიშვნელოვნად იკლო.

27 წლის სამხრეთ ამერიკელის სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროთი შემცირდა. ამ დროისთვის ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორის ფასი 160 მილიონ ევროს შეადგენს. ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი კი "პსჟ"-ს და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპეა, ფრანგ ფეხბურთელს "ტრანსფერმარკეტი" 200 მილიონ ევროდ აფასებს.

დღის ამბები