კახა ჩხეტიანმა ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ფეხბურთის ქართველმა სპეციალისტმა "ტორპედოში" სამი წელი იმუშავა, ამ ხნის მანძილზე ჩხეტიანის ხელმძღვანელობით "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო.
გავრცელებული ინფორმაციით ჩხეტიანი თბილისის "დინამოს" ჩაიბარებს, ორივე მხარე თანამშრომლობაზე თანახმაა, დიდი ალბათობით "დინამოს" ხელმძღვანელები ახალი მწვრთნელის ვინაობას ორშაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააჟღერებენ.