18 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
პატიმრისთვის სულერთია ვინ იძალადებს მასზე, "ავტორიტეტი" თუ ციხის ადმინისტრაცია - ოთარ კახიძე

სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში კრიმინალური სუბკულტურის არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე გამოეხმაურა.

კახიძე მიიჩნევს, რომ ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა ნამდვილად არსებობს, რაც, ზოგადად, ქვეყანაში კრიმინალის ზრდას უწყობს ხელს. 

"2013 წლიდან ციხეში დამკვიდრდა კრიმინალური სუბკულტურა. კერძოდ, მენეჯმენტს ახორციელებენ ავტორიტეტი პატიმრები, ე.წ. მაყურებლები, რომლებიც უმძიმესი წნეხის ქვეშ ამყოფებენ ჩვეულებრივ პატიმრებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანისთვის, ციხეში მასზე ვინ იძალადებს - პატიმარი თუ ციხის ადმინისტრაცია. კრიმინალის ზრდასაც ხელს უწყობს კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერება ციხეში, ვინაიდან ხშირად ციხიდან ხდება სხვადასხვა დანაშაულის დაკვეთა,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში რამდენიმე პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის დასკვნაში ციხეებში არსებულ ძალადობრივ გარემოსა და პატიმრებს შორის კლასიფიკაციის არსებობაზეა ყურადღება გამახვილებული.  

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები