შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ ტყეში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.
უწყების ცნობითვე, ადგილზე მობილიზებულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი და მიმდინარეობს დამატებითი ძალის მობილიზება.
"რთული რელიეფის გამო ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება. გათენებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი," - ნათქვამია განცხადებაში.