გრიპისა და სხვა რესპირაციული ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად მომატებას სპეციალისტები მომავალი კვირიდან ვარაუდობენ.
იმუნოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ამ დრომდე არსებული მონაცემებით, დაავადებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია. ექიმები მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
"გრიპით და რესპირაციული ვირუსებით ავადობა მატების ტენდენციით გამოირჩევა, რაც ამ სეზონისთვის ტიპურია. ამჟამად, ცირკულირებს როგორც გრიპის, ასევე სხვა რესპირაციული ვირუსები. დამახასიათებელია უეცარი ტემპერატურის მატება, ხველა და ყელის ტკივილი. ის, ვინც ავადაა დარჩეს სახლში, გაუფრთხილდეს ამით საკუთარ ჯანმრთელობას და გარშემომყოფებს, რითაც შეამცირებს დაავადების გავრცელებას. სათავსები უნდა განიავდეს ხშირად, დალაგდეს სველი წესით და ხელების ჰიგიენა იყოს დაცული ადამიანების მიერ,"- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.