შოთა არველაძე უზბეკეთის სუპერლიგის 2019 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ქართველ მწვრთნელს უზბეკეთში საოცარი სეზონი ჰქონდა. ჩემპიონატის გარდა, მან უზბეკეთის თასი და უზბეკეთის ლიგის თასი მოიგო.
არველაძე ნომინაციაში უკონკურენტო იყო, რადგან მისმა გაწვრთნილმა "ფახთაქორმა" უზბეკეთის ჩემპიონატი დიდი უპირატესობით მოიგო. "ფახტაქორმა" მე-2 ადგილზე გასულ "ლოკომოტივს" 20 ქულით გაუსწრო, ჩემპიონატში ჩატარებული 26-მატჩიდან 22 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ბოლოსწინა ტურში დამარცხდა.