18 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
უთანხმოება მუსლიმთა კავშირში - ახალი მუფთის არჩევის შემდეგ სამუფთო, პროტესტის ნიშნად, ოთხმა თანამშრომელმა დატოვა

უთანხმოებაა მუსლიმთა კავშირში - ახალი მუფთის, ადამ შანთაძის არჩევის შემდეგ სამუფთო პროტესტის ნიშნად ოთხმა თანამშრომელმა დატოვა - მუფთის მრჩეველმა თემურ გორგაძემ, პრესსამსახურის უფროსმა ოთარ ნადირაძემ, სამუფთოს გამომცემლობის ხელმძღვანელმა გელა გოგიტიძემ, განათლებისა და ფეტვის განყოფილების უფროსმა რეზო მიქელაძემ.

მუფთის უკვე ყოფილმა მრჩეველმა და განათლების განყოფილების ყოფილმა უფროსმა რეზო მიქელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ადამ შანთაძე დანიშნულია სუს-ის მიერ და ის ვერ გამოხატავს მუსლიმთა ინტერესებს. სწორედ ამან განაპირობა მათი პროტესტი.

"რა თქმა უნდა, არის სუსის დანიშნული, თვენახევრის წინ უნდა ჩატარებულიყო მუფთის არჩევნები, ამ პერიოდის განმავლობაში სუსი ეძებდა სასურველ კანდიდატს, წუხელ ღამის პირველ საათზე დაურეკეს მუსლიმთა საბჭოს წევრებს, თავად მუფთმაც წუხელ გაიგო, რომ მუფთად აირჩევდნენ, სუს-ის მიერ დაფუძნებულია ეს ორგანიზაცია და ის მართავს," - ამბობს თემურ გორგაძე.

ბრალდებას უარყოფენ როგორც ყოფილი, ასევე ახალარჩეული მუფთი. დღეს ადამ შანთაძე საქართველოს მუფთად მუსლიმთა საბჭოს 19 წევრიდან 12-ის მხარდაჭერით აირჩიეს.

დღის ამბები