26 აპრილი 2024,   16:38
ვრცლად
ერაყში აშშ-ის საელჩოს თავს დაესხნენ - დიპლომატიური მისიის პერსონალი ევაკუირებულია

ერაყში დემონსტრანტები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავს დაესხნენ. პოლიციამ დიპლომატიური მისიის თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინა. ანტი ამერიკული საპროტესტო აქციის მონაწილეები საელჩოს შენობაში შეჭრას შეეცადნენ. დემონსტრანტებმა საელჩოს ბოთლები ესროლეს და სათვალთვალო კამერები დააზიანეს. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტები შტატების მიერ ერაყის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშს აპროტესტებენ. თავდასხმის შედეგად გუშინ ირანის მხარდაჭერით მოქმედი 25 მებრძოლი დაიღუპა.

მომხდარ ფაქტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე გამოეხმაურა და პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა:

"ირანის ხელისუფლებაზე იქნება მთელი პასუხისმგებლობა. ჩვენ ასევე ველოდებით ერაყისგან, რომ საელჩოს დასაცავად თავისი ძალა გამოიყენოს,"- დაწერა ტრამპმა.

დღის ამბები