13 სექტემბერი 2026,   20:46
ვრცლად
"ვერსიაა, რომ მეზობელმა გააკეთა..."- ოზურგეთში მოკლული ქალის მეზობლები მკვლელის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ

ოზურგეთში, სოფელ მელექედურში მოკლული 80 წლის ქალის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს სახეზე დაზიანებების კვალი აღენიშნება და გაგუდულია.

მეზობლები პირად საუბრებში ეჭვმიტანილად ერთ-ერთ მეზობელს ასახელებენ, რომელიც წარსულში ასევე მეზობლის გაქურდვის ფაქტზე დაკავებული იყო. 

"თუ ვინმე ვნახეთ მაგის გამკეთებელი, ნამდვილად სახალხოდ უნდა დავხვრიტოთ. ერთ-ერთი ვერსიაა, რომ  მეზობელმა გააკეთა ეს. სიცოცხლეც შემძულდა უკვე, ეს როგორ უნდა იკადროს ადამიანმა," - განცხადა გარდაცვლილის მეზობელმა ლილი მარტიკოვმა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის აღძრული. შსს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს. მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.

80 წლის ქალის ცხედარი პროზექტურიდან სახლში უკვე გადაასვენეს. 

დღის ამბები