14 ოქტომბერი 2024,   21:13
ვრცლად
დიალოგის მეხუთე რაუნდი - საახალწლო პაუზის შემდეგ ოპოზიციის მოთხოვნები კვლავ უცვლელად რჩება

ახალი პოლიტიკური წელი დიალოგის ახალი რაუნდით დაიწყება, თუმცა მე-5 შეხვედრამდე მოლაპარაკებების მაგიდაზე ორი იდეა რჩება - ოპოზიციის "გერმანული მოდელი" და ხელისუფლების პროექტი "100/50-ზე".

საახალწლო პაუზის შემდეგ პოზიციები კვლავ უცვლელია, ოპოზიცია ხელისუფლებისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელის.

გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს კომპრომისზე წასვლა მოუწევს, მიზეზად ამომრჩევლისა და პარტნიორების ხისტ პოზიციებს ასახელებენ.

გათვლას აკეთებენ ეუთო/ოდირის დასკვნაზეც, რომელიც მალე იტყვის, არის თუ არა კონსტიტუციური ოპოზიციის გერმანული ინიციატივა. პროპორციულითშერეულით, გერმანულით თუ ქართულით - ისინი მმართველ გუნდს მარცხს უწინასწარმეტყველებენ.

ოპოზიციაში თვლიან, რომ მეტი კონსტრუქციულობით პოლიტიკური პარტიები გამოირჩევიან და ამ მიდგომით აპირებენ პროტესტის გაგრძელებას, იმ შემთხვევაშიც, თუ პროცესები კვლავ პიკეტირებამდე მივა.

ოპოზიციისგან განსხვავებულ დღის წესრიგზე მიუთითებენ ხელისუფლებაში, სადაც დღეს აღნიშნეს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის რესურსი მმართველ გუნდს არ გააჩნია, არსებული რესურსით კი ახალი ინიციატივა ოპონენტებს უკვე შესთავაზეს.

100 მანდატის პროპორციულით, 50-ის კი მაჟორიტარული წესით შერჩევის იდეაზე ახლა "ოცნება" ოპონენტების ოფიციალურ პასუხს ელოდება.

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მე-5-ე რაუნდი იანვრის პირველ ნახევარში შედგება, თუმცა თარიღი უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ წამოწყებაში ყველა საერთაშორისო პარტნიორი ჩართული იქნება.

 

დღის ამბები