03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
პრემიერის სახლთან ბაჩო ახალაიას ადვოკატი დააკავეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან სალომე მახარაშვილი, კახა ნაროუშვილი და ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია. არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა" ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულები არიან დეპუტატი აკაკი მინაშვილი და ადვოკატი გოგა ონიანი. 

ამ წუთებში აქციის მონაწილეები პრემიერის საცხოვრებელი სახლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინაცვლებენ, სადაც, მათი ინფორმაციით, დაკავებულები მოათავსეს.

ვრცლად დეტალები პოსტსკრიპტუმში 21:00 საათზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები