09 ნოემბერი 2024,   02:07
ვრცლად
"ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა, არ მინდოდა, მანქანა წაეყვანათ" - სპეცრაზმელის სიტყვები სასამართლოზე

"ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა, არ მინდოდა, მანქანა წაეყვანათ" - ეს სიტყვები ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელმა ზურაბ ფოფხაძემ სასამართლოზე თქვა.

ზურაბ ფოფხაძეს დღეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთ პირს, ზურაბ ფოფხაძის თანმხლებს, ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია, თუმცა, გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. 

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 2 იანვრის ღამით, ე.წ. "დამპალოს" სასაფლაოს ტერიტორიაზე პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ  მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინციდენტისას ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმაც, რომელმაც დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო. 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები