20 აპრილი 2024,   01:48
ვრცლად
დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს დაბადების დღე მიულოცა - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 36 წლის გახდა

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ გაავრცელა.

როგორც სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს, თეთრი სახლის ლიდერმა მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის მისი სახელით დაბადების დღის მილოცვა სთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის კლიდერის კიმ ჩენ ინს დაბადების დღე 8 იანვარს აქვს და ის 36 წლის გახდა.

დღის ამბები