21 დეკემბერი 2024,   18:00
ვრცლად
თავდასხმა ნიგერის სამხედრო ბაზაზე - გარდაიცვალა 25 ჯარისკაცი

ნიგერში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 25 ჯარისკაცი დაიღუპა. ინციდენტი მალის საზღვართან ახლოს მოხდა. ჯიჰადისტების თავდასხმის შემდეგ ორმხრივი სროლის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა 60 რადიკალის ლიკვიდაცია მოახერხეს.

მსგავსი თავდასხმა ნიგერში გასულ თვეშიც მოხდა, რა დროსაც 71 ჯარისკაცი დაიღუპა. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო, რომელსაც დახმარებას "ისლამური სახელმწიფო" უწევდა.

დღის ამბები