09 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
"ზოგიერთი შეშფოთება, რაც ოდირის რეკომენდაციებშია გაწერილი, ანალოგიურია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით" - ჰარცელი

რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია, ნაწილს, იმედია, მომავალში გაითვალისწინებენ - ამ განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი  საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ, ეუთო-ოდირის მეორე კრიტიკულ ანგარიშს ეხმაურება.

კარლ ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც გათვალისწინებული იქნება.

"ამ პროცესში პირადად ვარ ჩართული. შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთი შეშფოთება, რაც ოდირის რეკომენდაციებშია გაწერილი, ანალოგიურია რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამაზე იყო საუბარი ევროკავშირის განცხადებაში, ამაზე საუბრობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელიც. ამავდროულად, ვხედავთ, რომ ოდირის დასკვნაში წერია, რომ არის გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯებიც, როდესაც საქმე ეხება დანიშვნის პროცესს. რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია, ნაწილს, იმედია, მომავალში გაითვალისწინებენ. სამომავლოდ, ვიმედოვნებთ, რომ გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები,“ - აცხადებს კარლ ჰარცელი. 

დღის ამბები