21 დეკემბერი 2024,   17:49
ვრცლად
საპროკურო საბჭოს წევრის ასარჩევად 1 ვაკანტურ ადგილზე პარლამენტი ხელახალ კონკურსს აცხადებს

10 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 1 შეუვსებელ ვაკანსიაზე საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად ხელახალი კონკურსი ცხადდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

განცხადების მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და  სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

"თითოეული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2020 წლის 27 იანვრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატი.

საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება," - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ განცხადებაში.

დღის ამბები