21 დეკემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"აფხაზებს პრეზიდენტი არ უყვართ და არ უნდათ" - "კურიერის" გადამღები ჯგუფი ენგურის ხიდთან იმყოფებოდა

დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფი ენგურის ხიდთან იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთში არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით მოსახლეობას გაესაუბრა.

მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ოკუპირებულ რეგიონში ხდება, პოლიტიკოსებს შორის თანამდებობებისთვის ბრძოლაა და ისინი ნაკლებად უშვებენ იმას, რომ რომელიმე პოლიტიკოსი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სახალხო საქმეს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, ოპოზიციური კანდიდატის ალხას კვიცინიას ​მომხრეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ. 9 იანვარს აქციის მონაწილეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.

დღის ამბები