19 მაისი 2024,   08:33
ვრცლად
სტამბოლში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა 4 მედალი მოიპოვეს

სტამბოლში იაშარ დოგუს სახელობის ტურნირი დღეს დასრულდება, სადაც  საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები შედეგიანად ასპარეზობს.

შეჯიბრების პირველ ფინალურ დღეს, სადაც საქართველოსა და უკრაინის ფალავნების ჭიდაობა სკანდალური ჩხუბით გაგრძელდა, მედლები 10-დან ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდა.

ქართველების ყულაბაში 4 მედალია. ედემ ბოლქვაძემ და გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, სანდრო ამინაშვილმა და ზურაბ ურთაშვილმაკი ბრინჯაოს მედლები აიღეს.

დღეს ჩემპიონობისათვის კიდევ 2 ქართველი, გიორგი სულავა და დავით მარსაგიშვილი იბრძოლებს.

დღის ამბები