20 აპრილი 2024,   06:26
ვრცლად
"კურიერის" დასრულებისთანავე ნახავთ ვინ დატოვებს "დიდ სცენას" - "რუსთავი 2-ზე" მეგაშოუს მეორე ლაივკონცერტი იწყება

რამდენიმე წუთში "რუსთავი 2-ის" ეთერში მეგაშოუ  "დიდი სცენა" დაიწყება. ათივე კონკურსანტი დღეს უკვე მეორედ ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე წარსდგება.

დღეს ქართული მუსიკის საღამოა. შესრულდება ცნობილი ნაწარმოებები. დღესვე კონკურსს ერთი მონაწილე უნდა გამოეთიშოს.

"სამზადისმა კარგად ჩაიარა, ახლოვდება ლაივის დრო და რა თქმა უნდა, ტემპერატურაც იწევს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მეორე ლაივკონცერტზე უკვე ერთ-ერთი კონკურსანტი დატოვებს "დიდ სცენას,"- უთხრა "კურიერს" "რუსთავი 2-ის" რეჟისორმა ნიკა ლომიძემ.

"დღეს მაყურებელს ძალიან საინტერესო შოუ ელის, იმიტომ, რომ ქართული სიმღერების ტური გვაქვს და ჩვენი ჯადოსნური კონკურსანტები იმღერებენ ძალიან მაგარ ქართულ სიმღერებს და ზუსტად 22:00 საათზე ნახავთ, როგორ დიდებულ შოუს დადგამენ და იმღერებენ ჩვენი ძალიან მაგარი კონკურსანტები," - ამბობს პროექტის პროდიუსერი ნატალი გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები