21 დეკემბერი 2024,   18:07
ვრცლად
"პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან ახლოს იყვნენ" - ვოლსკი სააკაშვილის განცხადებაზე

"მან პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა," - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდი ქვეყანაში დესტაბილიზაციის საშუალებას არავის მისცემს.

"პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას. ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად "ქართული ოცნების" სტატეგია იქნება განუხრელი და აღიკვეთება ყოველგვარი არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რა როლი ჰქონდა 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებში ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს - შინაგან საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის იმ ინტერვიუთი დაინტერესდა, რომელიც ყოფილმა პირველმა პირმა ერთ-ერთ მედიასაშუალებას მისცა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა".

როგორც უწყებაში მიიჩნევენ, ყოფილი პირველი პირის ეს განცხადება საკმარისი საფუძველია ვარაუდისთვის, რომ 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა განხორციელდა.

დღის ამბები