21 დეკემბერი 2024,   18:11
ვრცლად
"ძალადობას არავინ არ აპირებს, ეს რეჟიმი თვითონ დაემხობა" - ბარამიძე სააკაშვილის განცხადებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის შეფასებით, არასერიოზული იქნება თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 ივნისის მოვლენებზე ახალ გამოძიებას დაიწყებს.

გიორგი ბარამიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმუარა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" აუცილებლად დაამარცხებს, თუმცა არა ძალადობრივი მეთოდებით.

"არაფერი ამ განცხადებაში ისეთი არ არის, რომელიც ვინმეს უნდა გაუკვირდეს, მითუმეტეს ამ რეჟიმს, რომელმაც იცის, რომ ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინა თვითონ. ეს რეჟიმი "ნაციონალურ მოძრაობას" სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებს. არავინ არ აპირებს ძალის მიერ მოქმედებებს ამ რეჟიმის დასამხობად, ეს რეჟიმი თვითონ დაემხობა. არავინ ჩვენი მხრიდან ძალადობასა და ანტიკონსტიტუციურ ქმედებას არ აპირებდა და არც მომავალში არ აპირებს," - აღნიშნა ბარამიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეისწავლის. შსს განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიერ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გაკეთებული განცხადება იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა განხორციელდა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  315-ე მუხლისს მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ასევე 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღის ამბები