03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
შსს დაკავებულებთან ადვოკატებს არ უშვებს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან დაკავებული ახალაიას მომხრეების ადვოკატები და ახლობლები ამ დრომდე პასუხს ელოდებიან.

სამართალდამცველ უწყებასთან მისული გოგა ონიანი აცხადებს, რომ სამინისტრო მას არც შიგნით უშვებს და არც ინფორმაციას აწვდის ცოტა ხნის წინ პრემიერის სახლის წინ დაკავებული 6-მდე პირის შესახებ, რომელთა შორის თავად ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაიაა. მისივე თქმით, რომეო საჯაიაზე ზეწოლა ხდებოდა.

ონიანმა დასახმარებლად სახალხო დამცველის აპარატს უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებიან „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები და ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილიც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები