ვინ გახდება მთავარი პროკურორი - საბჭოსთვის კანდიდატურების წარდგენის ვადა ამოიწურა. ამ დროისთვის, სულ დარეგისტრირებულია 17 კანდიდატი. კანდიდატებიდან მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საპროკურორო საბჭო სამ კანდიდატს შეარჩევს.
ამის შემდეგ სია პარლამენტს გადაეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებაც კანონმდებლებმა უნდა მიიღონ. 17 კაციან სიაშია ირაკლი შოთაძეც, რომელიც გენერალური პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის ივნისში გადადგა.
გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი 17 კანდიდატის სია ასე გამოიყურება:
პირველი კანდიდატი − ა(ა)იპ "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე წარადგინეს ორგანიზაციებმა: ა(ა)იპ "ანტიკორუფციული უსაფრთხოების და ხარისხის აუდიტის სამსახური”, ა(ა)იპ "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, ა(ა)იპ "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ და ა(ა)იპ "მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“.
მეორე კანდიდატი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი რაულ გამისონია, წარადგინა შპს "ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურმა და სამეცნიერო პერსონალმა.
მესამე კანდიდატი − შპს "კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია წარადგინა შპს ",კავკასიის უნივერსიტეტმა“.
მეოთხე კანდიდატი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია "სამართლის სახლის“ ადვოკატი პაატა გაბელია წარადგინა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.
მეხუთე კანდიდატი - შპს "ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი ფიქრია ზირაქაშვილი წარადგინა ა(ა)იპ "სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.
მეექვსე კანდიდატი - იურისტი ვალერიან ვაჭარაძე წარადგინა იურიდიულმა კომპანიამ "ჯეი ემ ჯი და პარტნიორები“.
მეშვიდე კანდიდატმა - იურისტმა მერაბ გამყრელიძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.
მერვე კანდიდატმა - იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.
მეცხრე კანდიდატი - იურისტი ირაკლი შოთაძე წარადგინა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა "საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“.
მეათე კანდიდატს - იურისტ დავით ზირაქაშვილს რეკომენდაცია "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ" გაუწია.
მეთერთმეტე კანდიდატი - იურისტი ვიქტორ ახალბედაშვილი წარადგინა ა.ი.პ. "უფლებათა დაცვის ცენტრმა“.
მეთორმეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კობა კობახიძე წარადგინა სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“.
მეცამეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია წარადგინა სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ .
მეთოთხმეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვალერი კვანტალიანი წარადგინა სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ .
მეთხუთმეტე კანდიდატი - იურისტი გელა ჩივაძე წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ "დამცველი".
მეთექვსმეტე კანდიდატმა - ადვოკატმა, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრმა რამაზ ჩინჩალაძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.
მეჩვიდმეტე კანდიდატმა - ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.