18 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
"ტერცო მონდო" - მერაბ კოკოჩაშვილის ახალი მხატვრულ ფილმი, რომელიც შესაძლოა ვერ დასრულდეს 

რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის მხატვრულ ფილმი, რომელიც შესაძლოა ვერ დასრულდეს. სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებები აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა რეჟისორს კინოცენტრიდან გამოყოფილი 300 ათასი ლარი არ ჰყოფნის.

სრულმეტრაჟიანი ფილმი ეროვნული კინოცენტრის მიერ 2019 წელს 300 000 ლარით დაფინანსდა, რაც ძალიან მცირე ბიუჯეტია ამ მასშტაბის კინოს გადასაღებად. დამატებითი თანხების არ არსებობს გამო, ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორის ახალი მხატვრული ფილმი შეიძლება ვერ დასრულდეს.

ფილმის დასასრულებლად დამატებითი სახსრების მოძიება პროექტით გათვალისწინებული თავიდანვე იყო, ვინაიდან ფილმის ავტორისა და პროდიუსერის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილი თანხა ბევრად აღემატებოდა დამტკიცებულ ბიუჯეტს. ამ მასშტაბის დამფინანსებლის მოძიება საერთაშორისო მიმართულებითაც გაჭირდა.

ამ ეტაპზე ფილმის დასასრულებლად დამატებითი სახსრები არ არსებობს, მაგრამ "მიხას", "დიდი მწვანე ველის", "ნუცას სკოლას" და არაერთი საუკეთესო ფილმის ავტორი "ტერცო მონდოს" ახალი სცენის გადაღებისთვის ემზადება. 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

დღის ამბები