21 დეკემბერი 2024,   16:09
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი და კალაძეა კრიმინალი, რომელსაც ქურდების გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი უვლის - ლევან ხაბეიშვილი

საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მომხდარზე შეფასებები, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე მმართველი პარტიის წევრების მხრიდანაც გაკეთდა.

თავად ლევან ხაბეიშვილი მომხდარზე კვლავ აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ მას ამ ფაქტის გამოძიების ილუზია არ აქვს. 

"ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩემი თვალის სილურჯეზე ვინმე რამეს გამოიძიებს. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ნაკლებად მაინტერესებს, მარტივი მიზეზის გამო, აქ თითო ოროლა კრიმინალები კი არ არიან, მთლიანად ხელისუფლებაში არიან კრიმინალები.

ბიძინა ივანიშვილი და კალაძეა კრიმინალი, რომელსაც ქურდების გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი უვლის. შესაბამისად, ეს ვიღაც პაჭიპუჭა გვარები რომ არიან, შურღაიები და ვიღაც ლაჩრები, რეალობაში ეს ხალხი კი არ არის მოსაშორებელი, მოსაშორებელია კრიმინალური ბანდის მეთაური ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე," - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები