21 დეკემბერი 2024,   16:10
ვრცლად
ვირუსის გამო ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი ტურისტებისთვის დაიხურება

ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი ტურისტებისთვის დაიხურება. მიზეზი ახალი კორონავირუსია. ამავე მიზეზით პეკინში საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს, ასევე გაუქმდა ყველა დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება. ქალაქ უხანში კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის საავადმყოფოს აშენებენ. სამუშაოები საგნაგებო რეჟიმში უკვე დაწყებულია.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ქალაქში, სადაც პირველად ვირუსი გაჩნდა, მოსახლეობაში პანიკაა. მიზეზი პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტია. ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. მომატებულია ინფიცირებულთა რაოდენობაც. ამ დროისთვის 800-ზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნაადრევია.

კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენა დადასტურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰონგ კონგში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, საუდის არაბეთში, ვიეტნამსა და სამხრეთ კორეაში. საერთაშორისო აეროპორტების ნაწილი ახალი ვირუსის გამო საგანგებო რეჟიმშია, სადაც მგზავრებს სპეციალური სკანერებით ამოწმებენ

დღის ამბები