21 დეკემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ტრამპი ისრაელი-პალესტინის შესახებ სამშვიდობო გეგმას გამოაქვეყნებს, რომელიც მისი შეფასებით "დიდებულია"

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალი გეგმა - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას გამოაქვეყნებს, რომელიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს ეხება.

როგორც შტატების პირველი პირი აცხადებს, გეგმა დიდებულია. ტრამპი იმედოვნებს, რომ ახალი შეთავაზება მისაღები იქნება როგორც პალესტინისთვის, ისე ისრაელისთვის.

თეთრი სახლი დოკუმენტს ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონში ვიზიტამდე გამოაქვეყნებს.

2017 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა, რასაც პალესტინური მხარის პროტესტი მოჰყვა.

დღის ამბები