03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს სოფლები დააზარალა

უამინდობამ სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვნად დააზიანა ჩხოროწყუს რაიონის რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი ხიდები.

დაზიანებულია გზები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ჯერ კიდევ უშუქოდაა დარჩენილი ხუთი სოფელი. სპეციალისტებმა ელექტროსადენების აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყეს.  

ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა ხობისწყალმა სოფელში მოსავალი გაანადგურა. სპეციალური კომისია უკვე მუშაობს ზარალის დადგენაზე, რის შემდეგაც დაზარალებული რეგიონისთვის დახმარების საკითხი გადაწყდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები