03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
თბილისობისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს

თბილისობის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენის მონტაჟი დაიწყო რიყეზე. სწორედ აქ გაიმართება დედაქალაქის დღისადმი მიძღვნილი ცენტრალური ღონისძიებები.

კიდევ ერთი უბანი, სადაც თბილისობასთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება, მეიდანია. დაგეგმილია კონცერტები, გამოფენები და სხვადასხვა გასართობი სანახაობა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან თბილისობისთვის 800,000 ლარია გამოყოფილი. ღონისძიებები 25-26 ოქტომბერს გაიმართება. თბილისობა სპორტული მარათონით გაიხსნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები